რაგბი

რაგბი - სპორტული გუნდური თამაშის სახეობა ოვალური ბურთით, რომელსაც ორივე გუნდის თითოეული მოთამაშე ერთმანეთისთვის ხელით და ფეხით გადაცემით ცდილობს დაამიწოს იგი ჩათვლის ველზე მოწინააღმდეგის კარს მიღმა ან გაიტანოს იგი H-ის ფორმის კარში. ბურთის გათამაშება ხელით ხდება მხოლოდ გვერდზე ან უკან. ხელით წინთამაში აკრძალულია და ინიშნება შერკინება. თამაში მიმდინარეობს ორი 40 წუთიანი ტაიმის განმავლობაში. 1987 წლიდან ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება მსოფლიო ჩემპიონატი.