მეტროპოლიტენი, შემოკლებით მეტრო — რელსებიანი საქალაქო ტრანსპორტის ნაირსახეობაა, რომლის გზები განლაგებულია ქუჩებისგან განცალკევებით, როგორც წესი, მიწისქვეშ. მატარებელთა მოძრაობა მეტროში რეგულარულია, განრიგის მიხედვით. ტრანსპორტის ეს სახეობა გამოირჩევა მაღალი წარმადობით, მას საშუალოდ საათში 50-60 ათასი ადამიანის გადაყვანა შეუძლია.