პორტალი:ევროვიზია/რჩეული სტატიები
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2008 (ინგლ. Eurovision Song Contest 2008, ფრანგ. Concours Eurovision de la chanson 2008, სერბ. Pesma Evrovizije 2008) გახდა 53-ე კონკურსი ევროვიზიის სიმღერის ისტორიაში. ის ტარდებოდა 20 - 24 მაისამდე ქ.ბელგრადში(სერბეთი). ქვეყანამ ჩატარების უფლება მიიღო 2007 წელს, როდესაც გახდა გამარჯვებული. კონკურსში 43 ქვეყანამ მიიღიო მონაწილეობა, 38 ნახევარ–ფინალში და 5 პირდაპირ ფინალში მოხდა (დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, საფრანგეთი და გერმანია იმიტომ რომ დააარსეს და სერბეთი, როგორც მასპინძელი ქვეყანა).
ევროვიზიის ისტორიაში პირველად გამარჯვება რუსეთის წარმომადგენელმა დიმა ბილანმა სიმღერით «Belive me» წაიღო სახლში. მეორე ადგილი სიმღერით «Shady Lady» ერგო უკრაინელ ლამაზმანს ანი ლორაკს, მესამე ადგილზე გავიდა ბერძენი კალომირა სიმღერით «Secret Combination».
საქართველოს ამ კონკურსზე დიანა ღურწკაია წარადგინა სიმღერით Peace Will Come. მან ჯამში 83 ქულა და მე–11 ადგილი აიღო. ევროვიზიის შემდეგ რამდენიმე სიმღერა ზაფხულის ჰიტად აღიარეს. მათ შორის: სირუშოს Qele-Qele, ბოაზის Fire in Your eyes, ანი ლორაკის Shady Lady და ა.შ.