- სერბიაში დღეს დილას მოხდა მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 5,3 ბალს აღწევდა. საინფორმაციო სააგენტო „რეიტერი“ მთავრობის წევრისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაიღუპა ორი ადამიანი. შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ბელგრადის სამხრეთით, დაახლოებით 125 კილომეტრში მოხდა. ყველაზე მძიმედ ქალაქ კრალიევოს გარშემო რაიონი დაზარალდა. იუწყებიან, რომ დაშავდა, სულ ცოტა, 15 ადამიანი, დაზიანდა შენობებიც. (რადიო თავისუფლება)
- დღეს დილით მოსკოვში 73 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ჩერნომირდინი. ახლობლების თქმით, ის მძიმედ იყო ავად. ვიქტორ ჩერნომირდინი რუსეთის მთავრობას 1992-დან 1998 წლამდე უძღვებოდა. 2001-დან 2009 წლამდე ის რუსეთის ელჩი იყო უკრაინაში. (რადიო თავისუფლება)
|