- საქართველოს შსს-ს ცნობით, ქუთაისში დააკავეს საბავშვო ბაღების 6 დირექტორი და 7 ბუღალტერი; დაკავებულმა პირებმა მეწარმეებთან კორუფციული გარიგებით, 2 წლის განმავლობაში მიითვისეს დაახლოებით 2 მილიონი ლარი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბავშვების კვებისთვის გაიცემოდა. საბავშვო ბაღების ხელმძღვანელთა დაკავების გამო, იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ სპეციალური ბრიფინგი მოიწვია და განაცხადა, რომ ქუთაისის ყველა ბაღის გამგე თანამდებობიდან გათავისუფლდება, მოხდება სისტემის რეორგანიზაცია და ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდება. (რადიო თავისუფლება)
- ახალ ზელანდიაში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად დაკარგული 29-ვე მაღაროელი დაიღუპა, იმავე ადგილას მომხდარი მეორე აფეთქების შედეგად. პოლიციის განცხადებით, შანსი, რომ ვინმეს ცოცხალს იპოვიან, აღარ არსებობს. ახალი ზელანდიისთვის ეს მაღაროში მომხდარ ყველაზე მასშტაბურ ტრაგედიას წარმოადგენს თითქმის ერთი საუკუნის მანძილზე. პრემიერ-მინისტრმა ჯონ კეიმ მომხდარს „ეროვნული ტრაგედია“ უწოდა. (რადიო თავისუფლება)
- საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს მოლდოვას ეწვია. ოფიციალური ვიზიტის დროს, მას მოლდოვეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რესპუბლიკის ორდენი მიანიჭეს. მოლდავეთში ვიზიტისას სააკაშვილმა მოინახულა ქართული სოფელი - დასახლება, რომელიც, მოლდავეთში წყალდიდობით დაზარალებული ოჯახებისთვის, საქართველოს მხარდაჭერით აშენდა. (რადიო თავისუფლება)
|