საქართველოს პარლამენტის წევრის გია არსენიშვილის გარდაცვალების გამო, მის ოჯახს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუსამძიმრა. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი 68 წლის ასაკში, გულის შეტევით, ოთხშაბათს გარდაიცვალა. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გია არსენიშვილს გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა ბრწყინვალების ორდენი. (რადიო თავისუფლება)