ქართული კულტურული ძეგლების საკითხი განიხილეს ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო მემკვიდრეობის სესიაზე. შეხვედრას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი და იუნესკოშისაქართველოს ელჩი მამუკა კუდავა ესწრებიან. მათ კომიტეტის წინაშე წარადგინეს მცხეთის ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობის ანგარიში; განიხილეს ბაგრატის ტაძრისა და გელათის მონასტრის კონსერვაციის მდგომარეობის საკითხიც. როგორც შეხვედრაზე ითქვა, გელათის მონასტრის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესში საგრძნობი პროგრესია. ასევე განაცხადეს, რომ სამუშაოები ხარისხიანად ჩატარდა. დაიგეგმა ის სამოქმედო გეგმაც, რომელიც უნდა განახორციელოს ქართულმა მხარემ გელათის სამონასტრო კომპლექსის მართვისა და განვითარების მიმართულებით უახლოესი წლების განმავლობაში. (rustavi2.com)