პორტალი:ახალი ამბები/2010 იანვარი 11
| ||||||
ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ოპოზიციონერმა კანდიდატმა ივო იოსიპოვიჩმა. ის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია. საარჩევნო კომისიის განცხადებით, იოსიპოვიჩს მეორე ტურში ხმების 60,3 პროცენტი ერგო, მისმა მეტოქემ, ზაგრების მერმა და დამოუკიდებელმა კანდიდატმა მილან ბანდიჩმა ხმების 39,7 პროცენტი მოიპოვა (რადიო თავისუფლება). |