- ჩილეში 81 ადამიანი შეიწირა ხანძარმა, რომელიც ციხეში გაჩნდა. დაშავდა 19 ადამიანი. ჯერ არ არის ნათელი, რამ გამოიწვია ხანძარი ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოს იმ ციხეში, რომელშიც, მედიის ინფორმაციით, 1900-მდე პატიმარია მოთავსებული მიუხედავად გაცილებით ნაკლები, 700-მდე პატიმრისთვის განკუთვნილი ადგილისა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენიდან უკვე ორი საათი იყო გასული, როცა ციხეში მეხანძრეები მივიდნენ. (რადიო თავისუფლება)
|