- პოპულარული ინტერნეტსერვისი „Skype“ მომხმარებლების ნაწილისთვის მიუწვდომელია. Twitter-ის ბლოგზე „სკაიპის“ ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ტექნიკური შეფერხებების გამო მომხმარებლების რაოდენობა 21 მილიონიდან 12 მილიონამდე შემცირდა. კომპანია იმედოვნებს, რომ ვითარება რამდენიმე საათში მოგვარდება. ბოლოს ამ ინტერნეტსერვისის მომხმარებლებს დაკავშირების პრობლემა 2007 წელს შეექმნათ. მაშინ ხარვეზის აღმოფხვრას ორი დღე დასჭირდა. (რადიო თავისუფლება)
- დღეს დილიდან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით მაუწყებლობის ნაცვლად გადის წარწერა „პროფილაქტიკა“ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, კახა ბექაური, „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ არხი ტექნიკური მიზეზების გამო გაჩერდა და არ იცის, თუ როდის განახლდება მაუწყებლობა. (რადიო თავისუფლება)
|