- ორშაბათს ვაშინგტონის საავადმყოფოში გარდაიცვალა რიჩარდ ჰოლბრუკი, ამერიკელი დიპლომატი, რომლის შუამავლობითაც 1995 წელს დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევა გახდა შესაძლებელი. ჰოლბრუკი 69 წლის იყო. ის შეუძლოდ გასულ პარასკევს სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობისას გახდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჰოლბრუკს „ამერიკის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი გიგანტი“ უწოდა. (რადიო თავისუფლება)
|