- ათიათასობით პაკისტანელი გარბის ცენტრალურ პენჯაბის პროვინციაში მდებარე ქალაქ მუზაფარგარიდან მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ ადიდებული მდინარეები წყალდიდობის საფრთხეს უქმნიან ამ რეგიონს. მოსახლეობა, 250 000-მდე ადამიანი, წუხელ გააფრთხილეს, რის შემდეგაც ხალხმა შემაღლებულ ადგილებსა და სხვა დასახლებებს მიაშურა. გაეროს მონაცემებით, პაკისტანში ბოლო ორი კვირის წყალდიდობებმა 1500-მდე ადამიანი შეიწირა, დაზარალებულთა რიცხვი 14 მილიონს აღწევს. (რადიო თავისუფლება)
|