პონტიური ქამანჩა, პონტიური ლირა, თურქული ქამანჩა, ლაზური ქამანჩა[1] — სამ სიმიანი ხემიანი საკრავი.

დ. არაყიშვილის სიტყვებით, „სწორედ ამგვარი საკრავი ვნახე მე ვნახე ბერძენ წითელარმიელების ხელში, ოლიმპიადაზე. ამ საკრავს მათ უწოდეს ბერძნულათ ლირა, ხოლო თურქულად ქემენჯე.“ ასეთივე არდანუჩი, ხოლო ქემანჩას სახელწოდებით, აქვთ ლაზებს. მისი წყობაა: 1) საცეკვაო მუსიკისათვის — re-sol-do, 2) საზანდარისათვის — re-fa-do. უკრავენ პრიმიტიული ხემით“.

აღწერა ფოტო
№ 105. არდანუჩი — საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება რამდენიმე სხვადასხვა სამუსიკო საკრავი. მათ შორის ყველაზე პატარა საკრავს № 14-ით ფანქრით აწერია: „არდანუჩ“, თავად ერისთავის საჩუქარი (იარლიყზე) კი, რომელიც დაკიდულია, მუზეუმისაგან აწერია: ქამანჩა არდანუჩ) 18 V 92 წ.

საკრავის წყობა sol-do-fa. საკრავი ხემიანია, ლითონის სიმებით. საკრავის საერთო სიგრძე — 415 მმ. აქედან ჩანის სიგრძე — 260 მმ., გრიფის — 107 მმ., ყელის — 48 მმ. ჩანის სიგანე — თავში 40 მმ., ბოლოში — 90 მმ., ჩანის სიმაღლე — თავში 45 მმ., ბოლოში — 57 მმ., სათავე სიგანით 40 მმ., მასზე ორი მოქლონია და მესამესთვის ნაჩვრეტი. კორა, სიგრძით 111 მმ. და სიგანით — 10-18 მმ., დამაგრებულია მავთულით. კორას ბოლოში გაყრილია ორი ნაწლავის სიმი, ნაცვლად სამისა. ხის თავფიცარი დაწებებულია. მასზე ორი გრძელი და ორი მრგვალი ხვრელია.

№ 106. იარლიყზე აწერია — თურქული ქამანჩა. საერთო სიგრძე — 532 მმ. გაკეთებულია მთლიანი ხისაგან. ჩანის სიგრძე — 372 მმ., ტარი-გრიფი — 70მმ., სამკუთხიანი სათავე — 90 მმ. ჩანის სიგანე: თავში — 60 მმ., ბოლოში — 85 მმ., სიმაღლე — 40 მმ., ბოლოში — 62 მმ. ხის თავფიცარი დაწებებულია. მასზე ორი ამონაჭერია მსგავსად ვიოლინოს S-ებისა და თავში ოთხი პატარა ხვრელია. სათავეს სიმაღლე — 43 მმ., მასზე სამი მოქლონია და ხარაკის სამ ნაჩვრეტში გატარებულია სამი ნაწლავის სიმი. კორა დამაგრებულია ვიოლონჩელოს სიმის ნაწყვეტით. მისი სიგრძე — 92 სმ.
№ 107. იარლიყზე აწერია — თურქული ქამანჩა. მისი საერთო სიგრძე — 536 მმ. მისი ჩანა მთლიანი ხისაა, სიგრძით — 362 მმ., სიგანით: თავში — 46 მმ., ბოლოში — 87 მმ., სიმაღლე თავში — 37 მმ., ბოლოში — 45 მმ. ტარი-გრიფი — 92 მმ., მორგვალებული სათავე — სიგრძით 82 მმ., სიმაღლით — 52 მმ. მასზე სამი მოქლონია. თავფიცარი ამოზნექილია ვიოლინოს მსგავსად. მასზეც S-ები და მრგვალი ხვრელებია — ოთხი ზევით, ორი ქვევით და სამ სამი ჩანის ფერდებზე. ფერდებისა და ზევითა ხვრელებში ჩასმულია თითბერის ფისტონები, უძიროთ. ასეთივე თითო ფისტონია კორაზე, რომელიც დამაგრებულია აბრეშუმის ძაფით, გაყრილი ჩანაში ქვედა ფიცრის მიმართულებით. გრიფზე დამაგრებულია სამი აბრეშუმის სიმი. საკრავს აქვს ჭალი, სიგრძით, 57 მმ. და სიმაღლით 10 მმ.
№ 108. იარლიყზე აწერია — თურქული ქამანჩა. გამოკვეთილია მთლიანი ხისგან. საერთო სიგრძე — 611 მმ. აქედან ჩანის სიგრძე — 440 მმ., სიგანე: თავში — 55 მმ., ბოლოში — 80 მმ., სიმაღლე: თავში — 40 მმ., ბოლოში 53 მმ. ტარი-გრიფი: სიგრძით — 76 მმ., სიგანით — 27 მმ. და სიმაღლით — 25-35 მმ. მსხლისებრი სათავე: სიგრძით — 95 მმ., სიგანით — 70 მმ. და სიმაღლით — 40 მმ. მასზე სამი მოქლონია. ბოლოსკენ ოდნავ ამოზნექილი ხის თავფიცარი დაწებებულია. მასზეც S-ები და ორი პატარა მრგვალი ხვრელი ჩანის დასაწყისში, ხოლო სამ სამი — ფერდებზე. მისი კორა, რომელიც წარმოადგენს ფიცრის ნაჭერს, სიგრძით — 95 მმ., სიგანით — 25 მმ. და სისქით — 3 მმ., დამაგრებულია ნაწლავის სიმით, რომელიც გადის ჩანის ფერდიდან ქვედა ფიცრისაკენ. ჭალაზე მობმული უნდა იყოს სამი სიმი, აბრეშუმის ძაფისაგან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დ. არაყიშვილი, „ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა და გაზომვა“, თბ., 1940
  1. REPUBLIC OF TURKEY MINISTRY OF CULTURE AND TOURISM: Directorate of Culture and Tourism of Trabzon 2011]