პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობები

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის.

პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობებიპოლონეთსა და საქართველოს შორის განვითარებული საგარეო ურთიერთობები. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა 1992 წლის 28 აპრილს.

პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობები
Map indicating locations of Poland and Georgia

პოლონეთი

საქართველო

1997 წლიდან ქ. თბილისში ფუნქციონირებს პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო.

2001 წელს გერმანიაში საქართველოს საელჩოს სტატუსით დაემატა აკრედიტაცია პოლონეთის რესპუბლიკაში; 2003 წელს ვარშავაში გაიხსნა დიპლომატიური წარმომადგენლობის ოფისი, ხოლო 2005 წლიდან ვარშავაში ფუნქციონირებს საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში.

2008 წლის 26 ნოემბრიდან პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია ქალბატონი ურშულა დოროშევსკა, ხოლო საქართველოს საგანგებო და სრულუფლენიანი ელჩია პოლონეთის რესპუბლიკაში კონსტანტინე ქავთარაძე (2006 წლის 8 თებერვლიდან).

2013 წლის 3 ივნისიდან პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია ანჟეი ჩიეშკოვსკი, ხოლო საქართველოს საგანგებო და სრულუფლენიანი ელჩია პოლონეთის რესპუბლიკაში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი (2011 წლის აპრილიდან).

თანამშრომლობის სფეროები

რედაქტირება

საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების თვალსაზრისით ადგილი აქვს ინტერესთა თანხვედრას. შესაბამისად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება სხვადასხვა სფეროში. მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში ერთმანეთის პოლიტიკური ინიციატივებისა და წინადადებების მხარდაჭერის თვალსაზრისით.

საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებობს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების რეალური პერსპექტივები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება