პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტო

პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტო (პოლ. Narodowa Agencja Wymiany Akademickiej/NAWA) – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სათაო ოფისით ვარშავაში, რომლის ფუნქცია არის იმ დავალებების რეალიზება, რომლებიც უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციას უწყობს ხელს. პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ფუნქციას 2020 წლის აპრილამდე ლუკაშ ვოიდიგა ასრულებდა, ამჟამინდელი დირექტორი კი გრაჟინა ჟებროვსკაა.[1]

სააგენტოს ამოცანები მოიცავს:

  • იმ ქმედებების ინიცირებასა და რეალიზებას, რომლებიც მხარს უჭერს საერთაშორისო აკადემიურ გაცვლასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო ერთეულების ინტერნაციონალიზაციას;
  • პოლონეთის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სისტემის შესახებ ინფორმაციის  გავრცელებას;
  • პოლონური ენის პოპულარიზება პოლონეთის რესპუბლიკის საზღვრებს მიღმა.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  1. Grażyna Żebrowska nową Dyrektor Narodowej Agencji Wymiany Akademickiej. nawa.gov.pl (08.05.2020). ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2020.