პოლონეზი
პოლონეზი (პოლ. polonez, chodzony; იტალ. polacca) — პოლონური ნელი ტემპის ცეკვა. მუსიკალური ზომა 3/4.
შეიქმნა XV საუკუნეში. თავდაპირველად ეს ცეკვა მხოლოდ საქორწილო ცეკვად ითვლებოდა, შემდეგ კი სადღესასწაულოდ იქცა. პოლონეთში პოლონეზი სასულიერო მუსიკაშიც გავრცელდა.
XVII საუკუნეში პოლონეზი ცნობილი გახდა მთელ ევროპაში. პოლონეზის მუსიკალურმა ფორმამ ჰპოვა ფართო გავრცელება. ის გვხვდება ბახის, ჰენდელის, მოცარტის, ბეთჰოვენის შემოქმედებაში. პეტრე ჩაიკოვსკიმ პოლონეზი გამოიყენა ოპერაში „ევგენი ონეგინი“.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- პოლკა, 2/4 მუსიკალური ზომის მქონე ჩეხური ცეკვა
- პოლსკა, 3/4 მუსიკალური ზომის მქონე ჩრდილო–ევროპული ცეკვა
- პოლკა–პაზურკა, 3/4 მუსიკალური ზომის მქონე, მუსიკალურად ახლო მყოფი მაზურკასთან
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Blatter, Alfred (2007). Revisiting music theory: a guide to the practice, p.28. ISBN 0-415-97440-2.