პოლიმორფიზმი (კომპიუტერული პროგრამირება)

პოლიმორფიზმი (ინგლ. polymorphism) — დაპროგრამების მექანიზმი, რომელიც მსგავს ობიექტებს საშუალებას აძლევს ერთი ინტერფეისის გამოყენებით მიმართონ სხვადასხვა ფუნქცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი და იგივე სახელი შეიძლება რამდენიმე ფუნქციას ჰქონდეს, რომლებიც ერთსა და იმავე მოქმედებებს სხვადასხვა ტიპის მონაცემებზე ასრულებენ. ამ შემთხვევაში, არგუმენტის ტიპის მიხედვით სრულდება შესაბამისი ფუნქციის გამოძახება. კონკრეტულ ფუნქციას არგუმენტის ტიპის მიხედვით ირჩევს კომპილატორი. ამრიგად, პოლიმორფიზმი საშუალებას გვაძლევს რამდენიმე სახელის ნაცვლად გამოვიყენოთ ერთი. პოლიმორფიზმის უზრუნველყოფა ხდება ფუნქციების გადატვირთვის საშუალებით.

ლიტერატურარედაქტირება

  • რომან სამხარაძე, Visual C++/CLI.NET, სტუ.