პოლიკარპე კაკაბაძის სახლ-მუზეუმი
პოლიკარპე კაკაბაძის სახლ-მუზეუმი — მემორიალური მუზეუმი საქართველოში ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა კუხში. დაარსდა 1986 წელს, ააიპ (არასამთავრობო, არაკომერციული იურიდ. პირი), ექვემდებარება ხონის სამუზეუმო გაერთიანებას.
მუზეუმში დაცულია პ. კაკაბაძის მემორიალური ნივთები, ხელნაწერები, გამოცემები, ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო- და დოკუმენტური მასალა, სულ 450-მდე ექსპონატი.
მუზეუმში ყოველწლიურად ეწყობა გამოფენა დრამატურგის დაბადების დღესთან დაკავშირებით. მოეწყო გამოფენა „კაკაბაძეთა გვარის წარმომადგენლები“. მოქმედებს საგანმანათლებლო პროგრამები: „პოლიკარპე კაკაბაძის შემოქმედება“, „თეატრი და ცხოვრება“. მუზეუმი გამოსცემს გზამკვლევს. ყოველწლიურად მუზეუმს სტუმრობს დაახლოებით 625 დამთვალიერებელი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“ დაარქივებული 2023-10-01 საიტზე Wayback Machine.