პოლიაკოვის სახლი
პოლიაკოვის სახლი (რუს. Дом Полякова) — XIX საუკუნის პირველი ნახევრის სახლი ტაგანროგის ცენტრში, როსტოვის ოლქი. მდებარეობს პეტროვსკის ქუჩა № 74-ში. პეტროვკის ქუჩის ანსამბლი პოლიაკოვის სახლთან ერთად შედის რუსეთის ფედერაციის კულტურული რეგიონული მნიშვნელობის მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.
პოლიაკოვის სახლი რუს. Дом Полякова | |
---|---|
პოლიაკოვის სახლი მარჯვნიდან მეორე | |
კოორდინატები | 47°12′50″N 38°55′55″E / 47.213806° ჩ. გ. 38.932083° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
ტიპი | ეკლექტიკა |
დასრულების თარიღი | XIX საუკუნის დასაწყისი |
მისამართი: ტაგანროგი, პეტროვსკის ქუჩა № 74.
ისტორია
რედაქტირება1812 წლის სამამულო ომის მონაწილემ გიორგი ბენარდაკმა 1810-ანი წლების დასასრულსა და 1820-იანი წლების დასაწყისში თავისთვის აიშენა ერთსართულიანი სახლი ვარვაციევის შესახვევის (ამჟამად ლერმონტოვის შესახვევის) მხრიდან. ამ სახლში ცხოვრობდა მისი ოჯახი სანქტ-პეტერბურგში გადასვლამდე და მშობლების გარდაცვალებამდე. ბენერდაკის კუთვნილი სახლი პეტროვსკაიას ქუჩაზე და მამული აზოვის ზღვის სანაპიროზე საერთო ღირებულებით 5,5 ათასი მანეთი, 1874 წელს შეიძინა მსხვილმა მეწარმემ და მიწათმფლობელმა იაკობ სოლომონის ძე პოლიაკოვმა. ტაგანროგში პოლიაკოვი დაკავებული იყო რკინიგზის გაყვანით დონის როსტოვიდან, აფინანსებდა რკინიგზის სადგურის შენობის მშენებლობას, იყო დონის საადგილმამულო ბანკის დამაარსებელი და სანქტ-პეტერბურგ-აზოვისა და აზოვი-დონის კომერციული ბანკების თანადამფუძნებელი. პეტერბურგელი არქიტექტორების მიწვევის შედეგად მან გააფართოვა თავისი სახლი და მასში დააფუძნა დონის საადგილმამულო ბანკი. სახლის გადაკეთებაში მონაწილეობდა ტაგანროგის სამშენებლო კომიტეტის წევრი ე. ალეინიკოვი. მოგვიანებით ააშენეს მინაშენი, რომელიც აკავშირებდა აღნიშნულ სახლს მეზობელ სახლთან[1].
1918 წელს მოახდინეს ბანკის ნაციონალიზაცია, რის შემდეგ ი. პოლიაკოვის სახლს იკავებდნენ სხვადასხვა ადმინისტრაციული დაწესებულებები: სამაზრო აღმასკომი, საქალაქო აღმასკომი, ლენინის რაიონის აღმასკომი. გერმანელთა ოკუპაციის წლებში ქალაქის მაგისტრატი. 1989 წლიდან შენობა ფორმალურად გადაეცა სამხატვრო გალერეას მეორე კორპუსის ხარისხში, მაგრამ მასში ფაქტობრივად განთავსდა საბავშვო შემოქმედების საქალაქო სახლი[2].
აღწერა
რედაქტირებაორსართულიანი სახლი აგებულია ეკლექტიკის არქიტექტურულ სტილში, თუმცა შეიცავს კლასიციზმისა და ბაროკოს ელემენტებსაც. ფასადი სიმეტრიულია. პირველი სართული რუსტირებულია. ცენტრალური ნაწილის ფასადზე პილასტრებია[2].