პლეხი
პლეხი (ჩეხ. Plechý; გერმ. Plöckenstein) — მთა შუმავის მთებში, ჩეხეთისა და ავსტრიის საზღვარზე. სიმაღლე 1378 მ. დიდი ხნის განმავლობაში დაფარულია თოვლით. განვითარებულია მდელოები. ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1090 მ სიმაღლეზე მდებარეობს მყინვარული ტბა პლეშნე. აქვეა შუმავის ეროვნული პარკი.
პლეხი | |
---|---|
კოორდინატები: 48°46′16″ ჩ. გ. 13°51′26″ ა. გ. / 48.77111° ჩ. გ. 13.85722° ა. გ. | |
ქვეყანა | ჩეხეთი ავსტრია |
სიმაღლე | 1378 მ |
ქედი | შუმავის მთები |