პლეისტოცენის პარკი

პლეისტოცენის პარკი (რუს. Плейстоценовый парк) — ნაკრძალი იაკუტიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (რუსეთი). განლაგებულია მდინარე კოლიმის ქვედა დინებაში, სოფელ ჩერსკიდან სამხრეთით 30 კმ-ში. ნაკრძალში მიმდინარეობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში უკანასკნელი გამყინვარების დროინდელი მამონტების პრერიების რეკონსტრუქციების ცდების ჩატარება.

ოდესღაც აქ დიდი რაოდენობით მამონტები სახლობდნენ

პარკის შემქმნელი და ხელმძღვანელია ს. ზიმოვი.[1]

პლეისტოცენური პარკის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს ინტროდუქცია უკვე არსებული მეგაფაუნის სახეობებისა, ნიადაგების, ლანდშაფტების აღდგენა, რომელიც დამახასიათებელი იყო მამონტის პრერიებისათვის.

პრერიების ფაუნაში შედიოდნენ მამონტები, ბეწვიანი მარტორქები, ბიზონები, ველური ცხენები, აქლემები, ჩრდილოეთისა და გიგანტური ირმები, აფთრები და სხვ.[2][3][4][5][6] ცხოველთა რაოდენობა აქ საკმაოდ დიდი იყო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება