პლატონ ღვალაძე
ქართველი აგრონომი
პლატონ ზაქარიას ძე ღვალაძე (დ. 1898, სოფელი მორძგვეთი, ჭიათურის რაიონი — გ. 1975, ჭიათურა) — ქართველი აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი (1962), საქართველოს დამსახურებული აგრონომი (1970). ცნობილი პედაგოგის ელეფთერ ღვალაძისა და ბიოქიმიკოსის, პროფესორ ვარლამ ღვალაძის ძმა.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი (1924). მოღვაწეობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ჭიათურის მეურნეობის მთავარ აგრონომად. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული სამეცნიერო შრომა, მათ შორის რამდენიმე წიგნი აგრონომიის სხვა და სხვა საკითხზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლ. ბიწაძე. არდავიწყება მოყვრისა, ქუთაისი, 2004, გვ. 131.