პიტი ანუ რანგიაირია (ინგლ. Pitt Island) — მეორე უდიდესი კუნძული ჩატემის არქიპელაგის შემადგენლობაში, რომელიც ახალ ზელანდიას ეკუთვნის.

პიტის კუნძული
მშობ. სახელი: ინგლ. Pitt Island
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 44°17′ ს. გ. 176°13′ ა. გ. / 44.283° ს. გ. 176.217° ა. გ. / -44.283; 176.217
ფართობი 62 კმ²
უმაღლესი წერტილი 241 მ
მთა ვაიჰერე
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა 38 (2011)
სიმჭიდროვე 0,61 ად. /კმ²

კუნძულის ფართობი 62 კმ²-ია. მდებარეობს ახალი ზელანდიის მთავარი კუნძულიდან 800 კმ-ით აღმოსავლეთით, ჩატემის კუნძულიდან 20 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით, რომლისგანაც პიტის სრუტითაა გამოყოფილი. კუნძული საკმაოდ გორაკ-ბორცვიანია, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 241 მეტრზეა აღმართული (მთა ვაიჰერე). 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 38 ადამიანს შეადგენს.

პიტის კუნძული პირველი დასახლებული ადგილია დედამიწაზე, სადაც პირველად დგება ახალი წელი.[1]

ევროპელებმა კუნძული 1791 წელს აღმოაჩინეს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. First Sunrise of the New Millennium. Astronomical Applications Department, U.S. Naval Observatory. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-06-26.