პიტაკი
პიტაკი (ლათ. Pittasium — პერგამენტის ნაჭერი < ბერძნ. pittakion — საწერი ფირფიტა, ქაღალდი, ფურცელი), წერილი, საბუთი („ქარტაჲ დაწერილი“) ძველ საქართველოში. ტერმინი „პიტაკი“ წერილობით თხოვნას ანუ „სავედრებელს“ — „უდარესისაგან უაღრესისა მიმართ მინაწერს“ (საბა) და წყალობა-ბოძებისა თუ თარხნობის სიგელს აღნიშნავდა. სამდივანმწიგნობრო ენასა და ტერმინოლოგიაში იგი შედარებით იშვიათად იხმარებოდა (თანამედროვე სიტყვახმარებაში პატაკი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა, წგნ. 3, ნაკვ. 2 - ქართული სიგელთა-მცოდნეობა ანუ დიპლომატიკა, ტფ., 1926;
- ფუტკარაძე ი., ქსე, ტ. 8, გვ. 87-88, თბ., 1984