პისტოიის ბრაზილიელ სამხედროთა სასაფლაო

ბრაზილიელ სამხედროთა სასაფლაო — სამხედრო სასაფლაო იტალიაში, ტოსკანის რეგიონის ქალაქ პისტოიაში. აქ დაკრძალული იყო 463 ბრაზილიელი ჯარისკაცი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპნენ, ძირითადად ფორნოვოს ბრძოლაში, 1945 წელს.

სასაფლაოზე აღმართული მონუმენტი

1944 წელს, საექსპედიციო ძალების 25 000 ჯარისკაცით ბრაზილია მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო ღერძის სახელმწიფოების წინააღმდეგ, იტალიის მდინარე სერკიოს ხეობაში.

ფინალური იერიშით, ბრაზილიელებმა ტურინს მიაღწიეს და 2 მაისს ფრანგულ ძალებს შეუერთდნენ.[1]

1960 წლამდე ცხედრები პისტოაში რჩებოდა. 1960 წელს სასაფლაო დაიხურა და ნეშტები ოფიციალურად გადაასვენეს ბრაზილიაში, ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში, ფლამენგოს ეროვნულ მონუმენტში.

გადასვენების შემდეგ, სამარხში აღმოჩენილ იქნა კიდევ ერთი ბრაზილიელის ნეშტი. ბრაზილიის მთავრობამ მისი, როგორც უცნობი ჯარისკაცის იქ დატოვება გადაწყვიტა.[2]

1967 წელს, პისტოის სასაფლაო კვლავ გაიხსნა. აღიმართა ოსკარ ნიმეიერის სკოლის წარმომადგენლის — ოლავუ რედიგ დე კამპუშის მიერ შექმნილი მონუმენტი. სასაფლაოს მოგვიანებით ბრაზილიის ორი პრეზიდენტი ეწვია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Walter Bellisi, Arrivano i nostri : il Brasile nella seconda guerra mondiale, la presa di Monte Castello e la battaglia di Montese, Formigine (MO) : Golinelli, 1995
  • Fabio Gualandi, Monumenti dedicati al soldato brasiliano pela Forca Expedicionaria Brasileira (F.E.B.) na campanha da Italia, Vergato, Tip. Ferri, 2005
  1. Pistoia, San Rocco. Omaggio al Milite Ignoto del Brasile, morto in Italia, con altri 462 caduti, 1944-1945.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-26. ციტირების თარიღი: 2012-10-15.
  2. Histórico: Monumento Nacional aos Mortos da II Guerra Mundial. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-23. ციტირების თარიღი: 2012-10-15.