პირღებული შავი
პირღებული შავი, პირღებული წითელი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.
ჯიში იმ ადგილმდებარეობის სახელს ატარებს, სადაც გაგარეულებულ მდგომარეობაში იპოვეს (ქვემო ქაროლი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, პირღებულის მონასტრის ტერიტორია). მცირედ გავრცელებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ფიტარეთი, სამღერეთი და სამშვილდე.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, ოდნავ ოვალური, ხუთი, იშვიათად შვიდნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარეს აქვს სქელი ქეჩისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო და საშუალოზე დიდია, ხშირად უფორმო, მხრიანი, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო და საშუალოზე დიდია, მომრგვალო, მუქი ლურჯი, თითქმის შავი. რბილობი წვნიანია, წვენი ძლიერაა შეფერილი.
პირღებული შავი საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 172 დღეა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.5 გ/ლ-ს.
გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 300