პირველი ცხენოსანი არმიის ძეგლი
პირველი ცხენოსანი არმიის ძეგლი (რუს. Монумент Первоконникам) — ძეგლი დონის როსტოვში[1]. მდებარეობს საბჭოს მოედანზე. ძეგლი გაიხსნა 1972 წელს, მისი ავტორია მოქანდაკე ევგენი ვუჩეტიჩი. ძეგლი ეძღვნება სამოქალაქო ომის გმირებს, რომლებმაც 1920 წელს გაათავისუფლეს დონის როსტოვი თეთრგვარდიელებისაგან[2]. ძეგლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[3].
პირველი ცხენოსანი არმიის ძეგლი რუს. Монумент Первоконникам | |
---|---|
კოორდინატები | 47°13′19″N 39°43′13″E / 47.221964° ჩ. გ. 39.720403° ა. გ. |
მდებარეობა | დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
არქიტექტორი | ევგენი ვუჩეტიჩი |
გახსნის თარიღი | 1972 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
აღწერა
რედაქტირებაძეგლის სკულპტურული ჯგუფი შექმნა ევგენი ვუჩეტიჩმა. ზოგიერთი არქიტექტურული ნაწილი დააპროექტეს ასევე იოსებ ლოვეიკომ, იან რებაინმა და ლევ ებერგმა[2]. მასიურ გრანიტის კვარცხლბეკზე დგას ცხენზე ამხედრებული ჯარისკაცი ხმლით. მისი ძლიერი ცხენი დგას უკანა ფეხებზე და მიისწრაფვის წინ. მის მარცხნივ დგას წითელარმიელი, რომელიც შეტევაზე გადადის, ხოლო მარჯვნივ დაჭრილი მეზღვაურია, რომელსაც ხელში გახსნილი, გადასაგდებად მომზადებული ყუმბარა უჭირავს. კვარცხლბეკის კედელზე გამოსახული არიან პირველი ცხენოსანთა არმიის მებრძოლები.
ისტორია
რედაქტირებამონუმენტი დამზადებულია მოქანდაკე ვუჩეტიჩის ოსტატობით. თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო, რომ უნდა დადგმულიყო ვოლგოგრადში და მიძღვნილი უნდა ყოფილიყო ცარიცინის დაცვისათვის, მაგრამ ეს პროექტი შეჩერდა და მოქანდაკეს შესთავაზეს, რომ აღნიშნული მონუმენტი მიეძღვნათ 1920 წელს თეთრგვარდიელებისაგან როსტოვის გათავისუფლებისათვის[4][5][6]. პირველი ცხენოსანი არმიის ძეგლი აღმართეს საოლქო აღმასკომის შენობის წინ. საზეიმოდ გახსნეს 1972 წლის 30 აპრილს[2].
პერესტროიკის შემდეგ მონუმენტს აკრიტიკებდნენ დაბალი მხატვრული ღირებულების გამო. იგი კრიკის საგანი გახდა ასევე იმის გამო, რომ იგი იდგა დანგრეული ალექსანდრე ნეველის ეკლესიის ადგილზე. 1996 წელს კაზაკების ინიციატივით კვარცხლბეკიდან მოხსნეს მემორიალური წარწერა[4].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Людмила Волошина. Площадь Советов. math.rsu.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-30. ციტირების თარიღი: 2013-08-03.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Андрианов В. И., Терещенко А. Г. Памятники Дона. — Ростов-на-Дону: Ростовское книжное издательство, 1981. — С. 86.
- ↑ Памятники регионального значения, находящиеся на учёте в Администрации Ростовской области на 1 января 2009г.. voopiik-don.ru. ციტირების თარიღი: 2013-07-26.
- ↑ 4.0 4.1 Сергей Иваненко Война с памятниками? // Ростов официальный. — 2005. — № 16 (543).
- ↑ Городские легенды Ростова. АиФ Ростов (2012-03-12). ციტირების თარიღი: 2013-08-03.
- ↑ Валерий Посиделов Каменное прошлое и будущее // Ростов официальный. — 2007. — № 39 (670).