პირველი ქვეითი ბრიგადა (საქართველო)

პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადა, ქვეითი ბრიგადა საქართველოს სახმელეთო ძალების შემადგენლობაში. შეიქმნა 1992 წ.[1]

ბრიგადას მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში, გავლილი აქვს GTEP-ისა (წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა) და SSOP-ის (სტაბილურობის შენარჩუნების ოპერატიული პროგრამა) საბრძოლო მომზადების პროგრამები. ბრიგადის პირადი შემადგენლობა მონაწილეობას იღებდა სამშვიდობო ოპერაციაში კოსოვოს რეგიონში. ბრიგადის 2000 სამხედროს მოსამსახურეს მიღებული აქვს მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციაში ერაყში 2007-2008 წლებში.[2] ექვემდებარება სახმელეთო ძალების აღმოსავლეთ სარდლობას.[3]

წყაროები

რედაქტირება
  1. პირველი ქვეითი ბრიგადა დაარსებიდან 17 წლის იუბილეს აღნიშნავს[მკვდარი ბმული]. საინფორმაციო სააგენტო „პირველი“. 01.04.2009
  2. 2011 წ. 26 მაისის აღლუმის პროგრამა[მკვდარი ბმული]. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 25.05.2011
  3. სახმელეთო ჯარები. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო