პირველი ბალთის ღვთისმშობლის ეკლესია
პირველი ბალთის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ ბალთაში.
აღწერა
რედაქტირებაპირველი ბალთის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზული ბაზილიკაა. ეკლესიას სამი კარი აქვს - ჩრდილოეთით, დასავლეთით და სამხრეთით. ორ-ორი სარკმელი გაჭრილია ჩრდილოეთით და სამხრეთით, დასავლეთით - ერთი, აღმოსავლეთით კი - ოთხი. ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა 2002 წელს და იგი ამჟამად მოქმედია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5187