პირველი ავტოგრაფი
პირველი ავტოგრაფი - საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი 2021 წელს დაარსდა[1].
პირველი ავტოგრაფი | |
---|---|
მდებარეობა | ბათუმი, საქართველო |
გამართვის წლები | 2021 — დღემდე |
დამაარსებლები | მიხეილ გაბაიძე და პეტრე ჩარგეიშვილი |
თარიღები | ნოემბრის თვის ბოლო კვირას |
ჟანრი | თეატრალური ფესტივალი |
საიტი | |
pirveliavtografi.ge/ka |
ფესტივალის დაარსების ისტორია
რედაქტირებაფესტივალის ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორი - შემოქმედებითი ორგანიზაცია „არტ პორტალი“ - დირექტორი მიხეილ გაბაიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი პეტრე ჩარგეიშვილი[2] , ოფიციალური პარტნიორი - აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია. „პირველი ავტოგრაფი“ არის ყოველწლიური ღონისძიება და ის ტარდება ნოემბრის მეორე ნახევარში. ფესტივალის ძირითადი ინტერესის სფეროა მოზარდები და სათეატრო ხელოვნება.
ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“-ს პირველი საფესტივალო წელი გახლდათ 2021 წლის ნოემბერი-დეკემბრის თვეები. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო, აჭარის რეგიონში არსებულმა კერძო და საჯარო სკოლებში არსებულმა თეატრალურმა დასებმა, რაც მეტწილად ფესტივალში მონაწილეობისთვის შეიქნმა. უშუალოდ ფესტივალში ჩართული იყო 14 სკოლა მათ შორის 300-მდე მოზარდი. 2022 წელს ფესტივალში მონაწილეობისათვის განაცხადი გააკეთა 25 სკოლამ, ჯამში 400-მდე მოზარდი, ხოლო 2023 წლის საფესტივალო პროგრამაში მონაწილეობისათვის სურვილი გამოთქვა 42 სასკოლო თეატრალურმა დასმა[3], ჯამში 600-ზე მეტი მოზარდის ჩართულობა. დასები ძირითადად იქმნება ფესტივალში მონაწილეობისათვის. მაყურებლის რაოდენობა ყველა საფესტივალო წელს განისაზღვრა 5 000-დან 6 000-მდე.
ფესტივალი დღეს
რედაქტირებაფესტივალი იმართება ნოემბრის თვის ბოლო კვირას, კვირიდან კვირამდე, 8 დღე, უშუალოდ სპექტაკლის დღეები ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ხოლო ფესტივალის გახსნა-დახურვა კვირა დღე[4]. დასების რაოდენობის სიმრავლის მიზეზით ფესტივალმა შეიმუშავა ორი პროგრამა, პირობითი სახელწოდებით საფესტივალო და არასაფესტივალო პროგრამა. საფესტივალო თარიღებში წარმოვადგნეთ, მიღებული განაცხადებიდან 12 საუკეთესო ნამუშევარს, ხოლო არასაფესტივალო პროგრამა გაიწერება მთელი წლის განმავლობაში და ვითამაშებთ სასკლო დასებთან შეთანხმებულ სხვადასხვა სივრცეებში. არასაფესტივალო პროგრამის მიზანია, დასებს რომლებმაც იმუშავეს არ დაეკარგოთ ენთუზიაზმი და მოემზადონ მომავალი საფესტივალო წლისათვის. განსხვავება საფესტივალო და არასაფესტივალო პროგრამებში არის მხოლოდ ის, რომ ერთ შემთხვევაში ჟური აფასებს, ხოლო მეორე შემთხვევაში ჟიურის გარეშე ვთამაშობთ, სხვა ყველა სიკეთეები, რაც ფესტივალს მრავლად აქვს, ფესტივალის პარტინოდების მიერ დაგეგმილი ყველა თანაბრად სარგებლობს.
ფესტივალს ყველა წელს ყავს კლვალიფიციური ჟიური, ვინაც შეარჩევს საუკეთესო სპექტაკლებს, ასევე მსახიობ (მოსწავლე) ბავშვებს, სცენოგრაფია, მუსიკა თუ სხვა, ვისაც გადაეცემა ფესტივალის სპეციალური პრიზი, ფესტივალის სიმბოლო „არლეკინი“, ხოლო ფესტივალში მონაწილეობისთვის თითოეულ მონაწილეს, შემოქმედებით ჯგუფს თუ სკოლის წარმომადგენლებს გადაეცემათ ფესტივალში მონაწილეობის დიპლომები.
პრიზები და ჯილდოები
რედაქტირებაფესტივალი ყველა წელს გასცემს სპეციალურ პრიზს სახელწოდებით „დიდი ბავშვი“, ფესტივალის სიმბოლოს „არლეკინი“ ბავშვებთან მიმართებაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის:
- 2021 წელს ჯილდო გადაეცა მწერალსა და მსახიობს, მეზღაპრეს - გურამ პეტრიაშვილს
- 2022 წელს ჯილდო გადაეცა კომპოზიტორ - დავით მალაზონიას
- 2023 წელს ჯილდო გადაეცა მსახიობსა და რეჟისორს - გოგა პიპინაშვილს
ფესტივალს ყავს აერაერთი პარტნიორი, ვინაც ფესტივალის მონაწილეებს გადასცემს ფასიან საჩუქრებს, თუ მათ სერვისში არსებული მომსახურეობით ასაჩუქრებს ყველას.
2022 წელს ფესტივალმა დააწესა ქართულ თეატრსა და კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მსახიობ ბერდია ინწკირველის სახელობის პრიზი, მისი სახელის უკვდავსაყოფად.
2023 წელს ფესტივალმა, ასევე დააწესა ქართულ თეატრში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მსახიობ ბიძინა მიქაუტაძის სახელობის პრიზი.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და უშუალოდ მინისტრის ქ-ნ მაია ხაჯიშვილის გადაწყვეტილებით, ჟიურის მიერ ნომინაციაში „საუკეთესო სპექტაკლად“ გამორჩეული დასი, დამატებით ჯილდოს სახით ფინანსდა დედაქალაქში გასტროლით.
2021 წლის ნომინაცია „საუკეთესო სპექტაკლი“ - ბათუმის 1 საჯარო სკოლის დასმა წარმოდგენა გამართა თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში
2022 წლის ნომინაცია „საუკეთესო სპექტაკლი“ - ხულოს სოფელ ხიხაძირის სასკოლო დასმა სპექტაკლი გაიმართა თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში
ფესტივალის ჩატარების ადგილები
რედაქტირებასხვადასხვა საფესტივალო წლებში სპექტაკლები გაიმართა:
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის „დიდი სცენაზე“[5], „მცირე სცენაზე“, „ექსპერიმენტულ სცენაზე“, ასევე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა სცენაზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ცენაზე, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სცენაზე, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, ძმები ნომბელების სახელობის მუზუემის საგამოფენო სივრცეში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის „სამანქანე ლაბორატორიაში“. სივრცეთა მრავალფეროვნება დამოკიდებულია სპექტაკლების სპეციპიკაზე, მას შემდეგ როცა ფესტივალის ხელმძღვანელობა ნახავს წარმოდგენებს, ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას თუ რომელ წარმოდგენას სად ვაჩვენებთ.
ფესტივალის მთავარი პრიზის "არლეკინის" შესახებ
რედაქტირებაძველი თაობის ბათუმელებს კარგად ახსოვთ ბათუმის ცენტრალურ პარკში (ყოფილი პიონერთა პარკი ) მდგარი „არლეკინის“ ქანდაკება. ბურთზე მდგარი ჯამბაზის ფიგურა, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიდგა, ხოლო 90-იანი წლების შავბნელ დღეებში, დღემდე უცნობ, დაუდგენელ გარემოებას ემსხვერპლა, „პიონერთა პარკიდან“ გაქრა. ცოტამ თუ იცის , რომ ქანდაკების ავტორი გახლდათ მოქანდაკე ოთარ დარჩია. ის, სულ ახლახანს გარდაიცვალა. როდესაც ფესტივალის დაარსების იდეა გაჩნდა, ცხადია, დავიწყეთ ფიქრი, თუ რა პრიზი ყოფილიყო გამარჯვებულთათვის. სწორედ, ამ დროს გაცოცხლდა მოგონებებში ბათუმის სიმბოლოდ ქცეული არლეკინი და გადაწყდა , თუ ბატონი ოთარი დაგვთახმდებოდა, მისი არლეკინი გახდებოდა ჩვენი ფესტივალის პრიზის ინსპირაციის წყარო. გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე გავუზიარეთ ფესტივალის დაარსების და პრიზის შექმნის იდეა. ძალიან გაიხარა, გზა დაგვილოცა და მისი ნებართვით, არსებული ფოტოების მეშვეობით შეიქმნა სტილიზებური ფიგურა, რომელიც ჯერ პლასტელინისგან დაამზადა ზურა ჩხარტიშვილმა, ხოლო საბოლოო სახე არლეკინის ფიგურის მოქანდაკე გიორგი კიკვაძემ სრულყო. „არლეკინი’’ საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფის“ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცემათ.
დამატებითი წყაროები
რედაქტირება- ფესტივალი პირველი ავტოგრაფის ოფიციალური ვებ-გვერდი
- Facebook გვერდი
- Youtube გვერდი
- საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ბათუმში, სასკოლო თეატრალური დასების რიგით II ფესტივალის „პირველი ავტოგრაფი“ მონაწილეებისთვის შეხვედრა გაიმართა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ აჭარის ტელევიზია, ფესტივალი: პირველი ავტოგრაფი
- ↑ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, „პირველი ავტოგრაფი“ საზეიმოდ დაიხურა
- ↑ აჭარის ტელევიზია, „პირველი ავტოგრაფი“ - საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი იწყება
- ↑ გაზეთი აჭარა, ,,პირველი ავტოგრაფი” – საშვილიშვილო საქმე
- ↑ ქართული თეატრის ელექტრონული არქივი, „პირველი ავტოგრაფის“ საფესტივალო დღეები: „ბაკულას ღორები“ და „სათაგური“ - ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე