პიკო-და-ბანდეირა
პიკო-და-ბანდეირა (პორტ. Pico da Bandeira; ქართ. დროშის მწვერვალი) — მესამე უმაღლესი მწვერვალი ბრაზილიაში, მდებარეობს ესპირიტუ-სანტუსა და მინას-ჟერაისის შტატების საზღვრის სიახლოვეს. იგი ორივე შტატის უმაღლესი წერტილია. 1950-იან წლებამდე იგი ბრაზილიის უმაღლეს მწვერვალად მიიჩნეოდა, სანამ გამოიკვლევდნენ და გაზომავდნენ ვენესუელის საზღვრის სიახლოვეს მდებარე პიკო-და-ნებლინის მთას. სახელი პიკო-და-ბანდეირა „დროშის მწვერვალს“ ნიშნავს და მას შემდეგ დაერქვა, რაც იმპერატორმა პედრუ II-მ მის მწვერვალზე დროშის აღმართვა ბრძანა.
პიკო-და-ბანდეირა | |
---|---|
კოორდინატები: 20°26′07″ ს. გ. 41°47′47″ დ. გ. / 20.43528° ს. გ. 41.79639° დ. გ. | |
ქვეყანა | ბრაზილია |
სიმაღლე | 2892 მ |
მთა კაპარაოს ეროვნული პარკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა და მისაღწევია ახლომდებარე ქალაქ ალტუ-კაპარაოდან. ეს ქალაქი და პარკის შესასვლელი მინას-ჟერაისის შტატში მდებარეობს, თვითონ პიკო-და-ბანდეირა კი ესპირიტუ-სანტუს ტერიტორიაზე.
მწვერვალზე ასვლა საკმაოდ მარტივია და შესაძლებელია ავტომობილითაც.