პიკასოს მუზეუმი (ბარსელონა)
პიკასოს მუზეუმი (კატ. Museu Picasso) — ხელოვნების მუზეუმი ქალაქ ბარსელონაში. მუზეუმში წარმოდგენილია პიკასოს 4 000-ზე[3] მეტი ნამუშევარი.
პიკასოს მუზეუმი | |
---|---|
კატ. Museu Picasso[1] | |
პიკასოს მუზეუმის აბრა | |
41°23′06″ ჩ. გ. 2°10′51″ ა. გ. / 41.3852194° ჩ. გ. 2.1808889° ა. გ. | |
დაარსდა | 9 მარტი, 1963 |
ქვეყანა | ესპანეთი |
მდებარეობა | სიუტატ-ველა |
დირექტორი | ემანუელ ჟიონი[2] |
ოფიციალური საიტი | [ბმული ბმული] |
ისტორია
რედაქტირებაპაბლო პიკასომ ბავშვობა და ახალგაზრდობა ბარსელონაში გაატარა. მისი ცხოვრების დიდი ნაწილი ამ ქალაქთან იყო დაკავშირებული. პიკასოს თავისი პირველი ნამუშევრები სწორედ ამ ქალაქმა შთააგონა. მუზეუმი 1963 წლის 9 მარტს, პიკასოს ახლო მეგობრისა და მდივნის, ხაიმე საბარტესის მიერ, მხატვრის სიცოცხლეშივე, დაარსდა. მუზეუმმა პირველად საბარტესის პერსონალურ კოლექციას უმასპინძლა[4].
არქიტექტურა
რედაქტირებამუზეუმს ბარსელონას გოტიკურ კვარტალში ხუთი შენობა უკავია. შენობები XIII -XV საუკუნეებით თარიღდება: აგილარის სასახლე (Palau Aguilar), ბარონ კასტელეტის სასახლე (Palau del Baró de Castellet), მექას სასახლე (Palau Meca), მაურის სახლი (Casa Mauri) და ფინესტრესის სასახლე (Palau Finestres)[5].