პეჩორის ზღვა
ზღვა
პეჩორის ზღვა (რუს. Печорское море) — ზღვა რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან, ბარენცის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ჩრდილოეთით ესაზღვრება კუნძული ახალი მიწა.
ზღვა საკმაოდ თავთხელია, საშუალო სიღრმე მხოლოდ 6 მეტრია, ხოლო ყველაზე ღრმა ადგილი 210 მ. ფართობი შეადგენს 8.1263 კმ²-ს. ნოემბრიდან ივნისამდე ზღვა ჩახერგილია მოცურავე ყინულებით. აქ ჩამდინარე მნიშვნელოვანი მდინარეა პეჩორა.