პეშკოვოს იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია

პეშკოვოს იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია (რუს. Церковь Иоанна Богослова) ან პეშკოვოს იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი (რუს. Иоанно-Богословский храм)[1]მართლმადიდებლური ეკლესია სოფელ პეშკოვოში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.

პეშკოვოს იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია
პეშკოვოს იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია — რუსეთი
პეშკოვოს იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა პეშკოვო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 2013-2014
გარე სურათები
პეშკოვოს იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია

ტაძრის მისამართი: 346760, რუსეთი, როსტოვის ოლქი, აზოვის რაიონი, სოფელი პეშკოვო, ოქტომბრის ქუჩა № 22.

ისტორია რედაქტირება

პირველი ეკლესია როსტოვის ოლქის აზოვის რაიონის ხუტორ პეშკოვოში 1859-1863 წლებში მრევლის სახსრებით. ეს იყო ხუთგუმბათიანი ხის ეკლესია იოანე ღვთისმეტყველის სახელზე. ეკლესიას ჰქონდა ხის სამრეკლო. მისი კურთხევა მოხდა 1864 წელს მამა ვასილის მიერ.

დროთა განმავლობაში ეკლესიის კედლები მოიხატა, გარს შემოავლეს რკინის მესერი, აღმართეს გუმბათი. ეკლესიასთან მუშაობდა სამრევლო სკოლა. ეკლესიაში ინახებოდა თევზ კამბალაზე დაწერილი ხატი, რომლის ერთ მხარეს გამოსახული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ხოლო მეორე მხარეს - იოანე ღვთისმეტყველი. ეკლესია ფლობდა 32 დესეტინა მიწას. დროთა განმავლობაში ეკლესია დაძველდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეკლესიას დაეცა ბომბი და მთლიანად დაინგრა.

2003 წლის 11 აპრილს სოფელში დარეგისტრირებული იყო ახალი სამწყსო. ღვთისმსახურება თავდაპირველად მიმდინარეობდა სამლოცველო სახლში. შემდეგ სოფლის ადმინისტრაციამ გამოყო ადგილი ახალი აგურის ეკლესიის მშენებლობისათვის, სწორედ იმ ადგილზე სადაც ადრე მდებარეობდა იოანე ღვთისმეტყველის ხის ეკლესია. 2013 წელს ახალი აგურის ეკლესია ააგეს და მოხატეს შიგნიდან. ეკლესია აშენდა დონის როსტოვის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის სერგეი გორბანის (2014-2016 წწ.) პატრონაჟით. 2014 წლის 6 აპრილს მოხდა ტაძრის კურთხევა, რომელიც შეასრულა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოსმა მერკურიმ. პირველი ღვთისმსახურეის სამახსოვროდ მტავარეპისკოპოსმა ეკლესიას საჩუქრად გადასცა წმინდ ამოციქულის იოანე ღვთისმეტყველის ხატი.

2013 წლის 5 მაისს ეკლესიაში პირველი საღვთო ლიტურგია გაიმართა. ეკლესიის მთავარი დღესასწაულია 21 მაისი, 13 ივლისი და 9 ოქტომბერი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება