პეტრუცის სახლი
პეტრუცის სახლი (რუს. Дом Петруцци) — ძველი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1].. განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიას[2]. სახლი აგებულია 1870 წელს.
პეტრუცის სახლი რუს. Дом Петруцци | |
---|---|
კოორდინატები | 47°12′32″N 38°55′53″E / 47.208931° ჩ. გ. 38.931466° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
დასრულების თარიღი | 1870 |
მისამართი: ტაგანროგი, ტურგენევის შესახვევი, № 35.
ისტორია
რედაქტირებატაგანროგში, ტურგენევის შესახვევის ნომერ 35-ში მდებარე სახლი აგებულია 1870 წელს[2]. 1880-იანი წლების ბოლომდე სახლი იყო თურქეთის მოქალაქის დიმიტრი კარაუზის პირადი საკუთრება. შემდეგ ამ უძრავი ქონების მესაკუთრე შეიცვალა - იგი გახდა შტაბს-კაპიტანის მეუღლე ანტონინა იაბლონსკაია. 1907 წლის მდგომარეობით სახლში განთავსებულია ტაგანროგის მაღაზიის გამყიდველთა (ნოქრების) პროფესიული საზოგადოება. პეტრუცის სახლის ყოფილი მფლობელი ანტონინა იაბლონსკაია, რომელმაც გაურკვეველი მიზეზით გაყიდა თავისი უძრავი ქონება, კვლავ რჩებოდა აღნიშნულ სახლში და აქ აგრძელებდა თავის დარჩენილ ცხოვრებას.
1910 წელს სახლის მფლობელი გახდა დესპინა პანაგიოტის ასული პეტრუცი. მისი ქმარი ანასტას კონსტანტინეს ძე პეტრუცი იყო შორეული ნაოსნობის გემის შტურმანი. პეტრუცების ოჯახში დაიბადა სამი შვილი: ვასილი, მარია და ევგენია[3].
1912 წელს ტურგენევის შესახვევის ნომერ 25-ში მდებარე შენობაში მუშაობდა ფეხსაცმლის მკერავი ტ. დ. ფრიზი, ხოლო1941 წლიდან შენობაში განთავსებულია № 20 საბავშვო ბაღი. უცნობია, სადამდე იყო განტავსებული შენობაში საბავშვო ბაღი, მაგრამ 1946 წელს იგი ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა. პირველ ნახევრად სარდაფში ფუქნციონირებდა საძინებლები, მეორეზე განთავსებული იყო კაბინეტები[1]. 2009 წლის იანვრიდან შენობა შედის როსტოვის ოლქის რეგიონალური მნიშვნელობის მქონე ძეგლების სიაში[2].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Дом 35. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-13. ციტირების თარიღი: 2017-03-13.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Памятники регионального значения, находящиеся на учете в Администрации Ростовской области на 1 января 2009 года
- ↑ Гаврюшкин О. П. Г12 «По старой Греческой…» (Хроника обывательской жизни) — Т.: ООО «Издательство „Лукоморье“», 2012. — 514 с. — ISBN — 5-901565-15-0