პეტროვის სახლი (ტაგანროგი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პეტროვის სახლი.

პეტროვის სახლი (რუს. Дом Петрова) — ძველი ერთსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია 1850-იანი წლების ბოლო პერიოდში.

პეტროვის სახლი
რუს. Дом Петрова
მდებარეობა რუსეთი, ტაგანროგი
გახსნის თარიღი 1850-იანი წლების ბოლო

მისამართი: როსტოვის ოლქი, ტაგანროგი, პეტროვის ქუჩა № 36[1].

პეტროვის ქუჩის 36-ში მდებარე სახლი ააშენეს 1850-იანი წლების ბოლოს და 1859 წლის მდგომარეობით ის ეკუთვნოდა ტიტულარული მრჩეველს მიხეილ პეტროვსა და მის ცოლს ელენეს, ვისთვისაც სახლი ააშენა მიხელ პეტროვმა[1]. მიხეილ პეტროვი ციხეების მზრუნველთა საბჭოს წევრი იყო და ეკავა ტიტულარული მრჩევლის თანამდებობა. 1861 წელს ფირსოვთან და ტრუსოვთან ერთად აღიარეს ქალაქის არქიტექტორად. 1864 წელს მიხეილ პეტროვი გახდა მიტროფანოვის ეკლესიის მთავარი მშენებელი. იგი ასევე დაკავებული იყო კომერციული კრების შენობის აშენებით, რომელშიც მოგვიანებით მოქმედებდა პედაგოგიური ინსტიტუტის ფილიალი. 1873 წლის მონაცემებით სახლის მფლობელი კვლავ მიხეილ პეტროვია, მაგრამ მას უკვე აქვს კოლეჟის ასესორის წოდება[1].

1880 წელს უძრავი ქონება გადავიდა კოლეჟის რეგისტრატორის ცოლის სოფია ტალალაევას ხელში[1]. მისი ქმარი თავადი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე იყო გუნბერნიის მდივანი. მის საკუთრებაში იყო მრავალი სახლი პეტროვის ქუჩაზე, ისინი მდებარეობდნენ ფოსტის ოფისიდან სასახლის შესახვევამდე[1]. ტალალაევების ოჯახს ჰყავდათ რამდენიმე შვილი, ალექსანდრე, დიმიტრი, თეოდორე და ვერა. 1910 წელს სახლი შეიძინა პორტის ტექნიკოსმა ალექსი ანდრეის ძე იოჰანსონმა[2]. სოფია ტალალაევა სახლის მფლობელი კვლავ გახდა 1915 წელს[1]. სახლის ახალი მფლობელი 1917-1925 წლებში იყო კანტორის მოსამსახურე ე. სერგიენკო[2].

პეტროვის ქუჩაზე მდებარე სახლი არის ერთსართულიანი ნაგებობა. შენობა აღადგინეს თავდაპირველ ვარიანტთან მიახლოებული სახით. დოკუმენტების მიხედვით ჩანდს, რომ ამ ადგილზე მდებარეობდა ხის სახლი აგურის მოპირკეთებით და ქვის ბეღლით[1]. სახლის მარცხენა ნაწილში მდებარეობს პორტიკი[2]..

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Петрова дом//Энциклопедия Таганрога
  2. 2.0 2.1 2.2 Дом 36. Петровская улица. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-22. ციტირების თარიღი: 2017-03-23.