პეტრესა და თებრონიას ძეგლი (ბატაისკი)
პეტრესა და თებრონიას ძეგლი (რუს. Памятник князю Петру и княгине Февронии) — სკულპტურული გამოსახულება ქალაქ ბატაისკის ცენტრში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. რუსეთის ტერიტორიაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანების პეტრესა და თებრონიას 10 ძეგლი დგას[1].
პეტრესა და თებრონიას ძეგლი რუს. Памятник князю Петру и княгине Февронии | |
---|---|
კოორდინატები | 47°08′16″N 39°44′50″E / 47.13788° ჩ. გ. 39.74722° ა. გ. |
მდებარეობა | ბატაისკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
არქიტექტორი | სერგეი ისაკოვი |
მასალა | ბრინჯაო |
თარიღდება | 2011 |
ისტორია
რედაქტირებათავად პეტრესა და მისი ცოლის თებრონიას ძეგლის გახსნა გაიმართა 2011 წლის 3 ნოემბერს ქალაქ ბატაისკში. სკულპტურაზე გამოსახულია თავადი პეტრე - მურომსკის თავადის იური ვლადიმირის ძის მეორე შვილი, და მისი ცოლი თებრონია, რომელიც გადმოცემების მიხედვით, რთული პერიოდი განვლო ბედნიერი ოჯახური ცხოვრების გზაზე[2].
ისინი წმინდანებად არიან შერაცხულნი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. ძეგლი აღმართეს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიის მიტროპოლიტის მერკურის ინიციატივითა და როსტოვის ოლქის გუბერნატორის ვასილი გოლუბევის მხარდაჭერით[3].
ძეგლის დასამზდებლად გამოიყენეს ბრინჯაო. მონუმენტი დგას ქალაქის კულტურის ცენტრის შესასვლელთან[4]. ძეგლის ავტორია სერგეი ისაკოვი. მასზე მუშაობა მიმდინარეობდა ექვსი თვის მანძილზე. ქანდაკების მთლიანი წონა შეადგენს ორ ტონას. სიმაღლე კვარცხლბეკთან ერთად დაახლოებით ოთხი მეტრია. თავადი პეტრე და მისი ცოლი თებრონია ცაში მტრედს უშვებენ, ზემოდან მათ დაჰყურებს ანგელოზი, რომელიც ავტორის ჩანაფიქრით მათი ქორწინების გარანტია[1].
პირველი ლოცვა ძეგლთან 2015 წელს გაიმართა, მას ესწრებოდა 100-ზე მეტი მორწმუნე ადამიანი, რომლებმაც ოჯახის მფარველობა შესთხოვეს წმინდანებს[5].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Муромский информационно-познавательный портал. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-05. ციტირების თარიღი: 2017-07-01.
- ↑ Памятники православным святым в городе Батайске
- ↑ В Батайске открыт памятник Петру и Февронии
- ↑ В Батайске открыт памятник Петру и Февронии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2017-07-01.
- ↑ В Батайске впервые провели молебен у памятника Петру и Февронии