ერნსტ პეტერ ფიშერი (გერმ. Ernst Peter Fischer) — გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში 2022 წლის აგვისტოდან.[1]

ერნსტ პეტერ ფიშერი
ერნსტ პეტერ ფიშერი
გერმანიის ელჩი საქართველოში
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავააგვისტო, 2022
წინამორბედიჰუბერტ ქნირში

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2018 – 2022

განათლებაბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი და ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი

პეტერ ფიშერი გერმანიის საგარეო უწყებაში 1986 წლიდან მუშაობს. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება იყო ეკონომიკა და გლობალური საკითხები. მას სხვადასხვა თანამდებობა ეკავა გერმანიასა და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის იყო ვაშინგტონში გერმანიის საელჩოს დესპანი და ეკონომიკის განყოფილების უფროსი, თელ-ავივში გერმანიის ელჩის მოადგილე, ასევე მუშაობდა გერმანიის საელჩოებში ლონდონში, შანხაისა და სინგაპურში. გერმანიაში ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი ეკონომისტი და გარემოს დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო. იგი ასევე მუშაობდა გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის აპარატის საგარეო პოლიტიკის განყოფილებაში რიხარდ ფონ ვაიცზეკერის პრეზიდენტობის დროს.[1]

2014-2018 წლებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში კურირებდა ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკას და ექსპორტის კონტროლისა და საერთაშორისო სანქციების საკითხებს. 2018-2022 წლებში პეტერ ფიშერი ელჩი არაბთა გაერთიანებული საამიროებში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე მსახურობდა და, ამავდროულად, იყო მუდმივი წარმომადგენელი განახლებადი ენერგიების საერთაშორისო სააგენტოში (IRENA) აბუ-დაბიში.[1]

პეტერ ფიშერი ორჯერ მონაწილეობდა თანამშრომელთა გაცვლის პროგრამაში: 1997-98 წლებში ერთი წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის გაფართოების საკითხზე მუშაობდა, ხოლო 1987 წელს სამთვიანო პროგრამით იმყოფებოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპის საკითხთა მინისტრის ბიუროში.[1]

სწავლობდა ისტორიის, პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მაგისტრის წოდების პარალელურად მან მიიღო აშშ-ის ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის მაგისტრის წოდება, სადაც ფულბრაითის სტიპენდიით იმყოფებოდა. ასევე სწავლობდა პარიზის Sciences Po უნივერსიტეტში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიით.[1]

ფიშერს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.[1]