პეტერგოფის კაპელა

პეტერგოფის კაპელა (რუს. Капелла) — უმოქმედო მართლმადიდებლური ტაძარი პეტერგოფში, ალექსანდრიის პარკში. აგებულია 1831-1834 წლებში.

პეტერგოფის კაპელა
პეტერგოფის კაპელა — რუსეთი
პეტერგოფის კაპელა
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°52′50″ ჩ. გ. 29°55′51″ ა. გ. / 59.88056° ჩ. გ. 29.93083° ა. გ. / 59.88056; 29.93083
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა პეტერგოფი
სასულიერო სტატუსი გაუქმებული
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810400035
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ადამ მენელასი, იოსებ შარლემანი, კარლ ფრიდრიხ შინკელი
ხუროთმოძღვრული სტილი ნეოგოთიკა
თარიღდება 1831-1834

1829 წელს, კოტეჯის მშენებლობის დასრულების შემდეგ დადგა კარის ეკლესიის აგების აუცილებლობა. ადგილი მომავალი ეკლესიისათვის შეარჩია თავად იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა.

გეგმა და ფასადების პროექტი შეასრულა ცნობილმა გერმანელმა ხუროთმოძღვარმა კარლ ფრიდრიხ შინკელმა. მშენებლობის მეთვალყურეობას კი ახორციელებდა არქიტექტორი ადამ მენელასი, რომლის გარდაცვალების შემდეგ, 1831 წლის სექტემბრიდან მისი როლი შეითავსა იოსებ შარლემანმა.

ეკლესიის საძირკვლის საზეიმო ჩაყრა გაიმართა 1831 წლის 24 მაისს, რომელიც შეასრულა იმპერატორის მოძღვარმა ნიკოლოზმა. 1834 წლის ზაფხულში ეკლესიის მშენებლობა დასრულდა და ამავე წლის 3 ივლისს შედგა ტაძრის საზეიმო კურთხევის ცერემონია. აკურთხეს ალექსანდრე ნეველის სახელზე. კურთხევის ცერემონია კვლავ პროტოპრესვიტერმა ნიკოლოზმა წარმართა.

ტაძარი იყო იმპერატორების ოჯახის კარის ეკლესია, ღვთისმსახურება მასში მხოლოდ ზაფხულის განმავლობაში აღევლინებოდა.

1918 წელს ეკლესია საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა. 1920 წელს შენობაში გახსნეს მუზეუმი, მაგრამ მალევე დახურეს. 1933 წელს მისი კაპიტალური რემონტის შემდეგ შენობაში განათავსეს პარკ ალექსანდრიის ისტორიის მუზეუმი.

მეორე მსოფლიო ომის დროს კაპელა მნიშვნმელოვნად დაზარალდა. 1970-1999 წლებში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მასში კვლავ მუზეუმი გაიხსნა.

შენობა აკურთხეს, მაგრამ მასში ღვთისმსახურება არ მიმდინარეობს. 2003 წელს ეკლესიის შენობას კვლავ სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა, რომლის დასრულების შემდეგ 2006 წლის 4 ივნისს ეკლესია საზეიმოდ აკურთხა სანქტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტმა ვლადიმირ კოტლიაროვმა.

2006 წლის 26-27 სექტემბერს შენობაში დასვენებული იყო იმპერატრიცა მარია თევდორეს ასულის ნეშტი, რომელიც ჩამოასვენეს დანიიდან რათა დაეკრძალათ სანქტ-პეტერბურგის პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Автономов А. А. Историко-статистическое описание Императорских придворных церквей в г. Петергофе и его окрестностях. — СПб., 1888
  • М. И. Путеводитель по Петергофу. — СПб., 1909

Памятники архитектуры пригородов Ленинграда. — Л.: изд. «Стройиздат», 1985. — С. 450—451

  • Сурков С. А. Судьбы храмов, духовенства, и мірян Петергофа в годы испытаний. — СПб., 2005. — С. 13—18
  • Imperial Palaces in the vicinity of Saint Petersburg. Peterhof. — Paris, 1992. — p. 65

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება