პესჩანოკოპის რაიონის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი
პესჩანოკოპის რაიონის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი (რუს. Историко-краеведческий музей) — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სოფელ პესჩანოკოპსკოეში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მუზეუმი დაარსდა 1984 წელს. მისი სრული და ოფიციალური სახელწოდებაა „მუნიციპალური საბიუჯეტო განყოფილება პესჩანოკოპის რაიონის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი“.
პესჩანოკოპის რაიონის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი | |
---|---|
46°11′30″ ჩ. გ. 41°05′10″ ა. გ. / 46.19167° ჩ. გ. 41.08611° ა. გ. | |
დაარსდა | 1984 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | Peschanokopskoye |
დირექტორი | ოლგა ოვჩინიკოვა[1] |
მუზეუმის მისამართი: 347570, როსტოვის ოლქი, პესჩანოკოპის რაიონი, სოფელი პესჩანოკოპსკოე, სკოლის ქუჩა № 1.
ისტორია
რედაქტირებაპესჩანოკოპის ისტორიის მუზეუმი დაარსდა 1984 წლის 4 მარტს, მისი წევრი-დამფუძნებლები იყვნენ კოლმეურნეები, მეწარმეები, რაიონის ორგანიზაციები. მუზეუმის დაარსებაში აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივი მოსახლეობა და პირველ რიგში სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოას აღმასკომი. 2001 წეელს ეწოდა რაიონული ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი[2], ხოლო 2002 წლიდან — პესჩანოკოპის რაიონის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი[3]. 2003 წელს მუზეუმმა მიიღო კულტურის მუნიციპალური განყოფილების სტატუსი[4], ხოლო 2010 წლიდან — კულტურის მუნიციპალური საბიუჯეტო განყოფილების სტატუსი[5].
ამჟამად მუზეუმში მუშაობს ოთხი დარბაზი: დარბაზი № 1 — ყოფა-ცხოვრების საგნები; ჰოლი; დარბაზი № 4 — დამსახურება და დიდება; დარბაზი № 5 — დიდი სამამულო ომი.
2008 წლის 1 ივლისს როსტოვის ოლქის პოლიციამ დააფიქსირა 19 სამუზეუმო საგნის (მეორე მსოფლიო ომისა და საბჭოთა პერიოდის ორდენები და მედლები) გაუჩინარება მუზეუმის ძირითადი ფონდიდან[6].
2016 წელს მუზეუმის 550 ექსპონატი შეიტანეს რუსეთის ფედერაციის არასახელმწიფო სამუზეუმო ფონდის შემადგენლობაში[7].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Муниципальное учреждение культуры «Историко-краеведческий музей Песчанокопского района» დაარქივებული 2017-04-09 საიტზე Wayback Machine. на сайте Правительства Ростовской области
- Муниципальное бюджетное учреждение культуры «Историко-краеведческий музей Песчанокопского района» დაარქივებული 2016-04-28 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Песчанокопский музей — воспитываем патриотов
- ↑ Постановление Главы Администрации Песчанокопского района № 1163 от 19.12.2001 года
- ↑ Постановление Главы Администрации Песчанокопского района от 8 мая 2002 года
- ↑ Постановление Главы Администрации Песчанокопского района № 672 от 27.05.2003 «О создании Муниципального учреждения культуры „Историко-краеведческий музей Песчанокопского района“»
- ↑ Постановление Главы Песчанокопского района № 591 от 2010 года «О переименовании Муниципального учреждения культуры „Историко-краеведческий музей Песчанокопского района“ в муниципальное бюджетное учреждение культуры „Историко-краеведческий музей Песчанокопского района“ и об утверждении его Устава»
- ↑ Выявлена пропажа из фондов МУК «Историко-краеведческий музей Песчанокопского района» орденов и медалей времен советского периода. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-22. ციტირების თარიღი: 2017-04-17.
- ↑ Приказ Министерства культуры РФ № 2271 от 10 октября 2016 г. «О включении в состав негосударственной части Музейного фонда Российской Федерации музейных предметов, являющихся собственностью муниципального образования „Песчанокопский район“». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-01. ციტირების თარიღი: 2017-04-17.