ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პერფორაცია (ლათ. perforo) — გახვრეტას, ნახვრეტის გაკეთებას ან გამჭოლ დაზიანებას ეწოდება. პერფორაციის შედეგად საგანი ხდება „პერფორირებული“. პერფორაციის განმაპირობებელს ფაქტორს ან საგანს ეწოდება „პერფორატორი“.

პერფორაციის ხელსაწყოს გამოგონებისთანავე (1840-1850 წლებში) პერფორაციამ ფართო გამოყენება ჰპოვა სხვადასხვა სფეროში.

ფილატელია

რედაქტირება
 
პერფორაცია საფოსტო მარკებზე

პერფორაცია გამოიყენება ფილატელიაში: ფურცელზე განთავსებული საფოსტო მარკები შემოსაზღვრულია ნახვრეტებით ისე, რომ ჰორიზონტალური და ვერტიკალური პერფორირებული ხაზები თითოეული მარის გარშემო ქმნიან ჩარჩოს. პერფორაციის ხაზი გამიჯნავს მარკებს ერთმანეთისაგან და ამავდროულად აიოლებს მარკების გაცალცალკევებას. საფოსტო მარკების განცალცალკევების ერთ-ერთი მეთოდია დაკბილვასა და გაჭრასთან ერთად. მარკებზე პერფორაციის ზომები (ნახვრეტების სიხშირე, დაშორება, დაიმეტრი) ცვალებადია. პერფორაცია ამ დანიშნულებით გამოიყენება 1840-იანი წლებიდან დღემდე.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პერფორაცია“-დან