პერსილესისა და სიგიზმუნდას ყარიბობა

პერსილესისა და სიზიგმუნდას ყარიბობამიგელ დე სერვანტესის ეპიკური რომანი, გამოქვეყნდა ავტორის გარდაცვალების შემდეგ, 1617 წელს.[1] მასში მოთხრობილია ისლანდიის უფლისწული პერსილესისა და ფრისლანდსიის მეფის ასული სიგიზმუნდას ფათერაკებით აღსავსე ცხოვრება და თავგადასავალი მრავალ უცხო მხარესა და ქვეყანაში. რომანი უხვადაა გაჯერებული ფანტასტიკური ელემენტებით.[2] მიუხედავად იმისა, რომ სერვანტესი ყველაზე მეტად „დონ კიხოტითაა“ ცნობილი და მის მაგნუმ ოპუსადაც ეს რომანი ითვლება, თავად მას „პერსილესი“საუკეთესოდ მიაჩნდა თავის თხზულებათა შორის.[3] რომანი სერვანტესის უკანასკნელი ნაწარმოებია, მასზე მუშაობა მძიმედ ავადმყოფმა ავტორმა სიკვდილამდე სამი დღით ადრე დაასრულა.

„პერსილესისა და სიზიგმუნდას ყარიბობა“
Los trabajos de Persiles y Sigismunda

პირველი გამოცემის სატიტულო გვერდი
ავტორი მიგელ დე სერვანტესი
ქვეყანა ესპანეთი
ენა ესპანური
გამოცემის თარიღი 1617
მთარგმნელი ნიკა აგიაშვილი (1986 წლის გამოცემა)
ქართულად გამოიცა 1986 (გამომცემლობა „ნაკადული“)
  1. Canavaggio, Jean. Miguel de Cervantes (1547-1616): Life and Portrait. The Cervantes Project. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-12. ციტირების თარიღი: 2011-05-21
  2. Sacchetti, Maria (2001). Cervantes' Los trabajos de Persiles y Sigismunda: A Study of Genre. Tamesis Books. ISBN 978-1-85566-077-9. 
  3. Early Modern Spain: Persiles y Sigismunda. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-29. ციტირების თარიღი: 2023-01-04.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მიგელ დე სერვანტეს საავედრა, პერსილესისა და სიზიგმუნდას ყარიბობა — „ნაკადული“, 1986