პენტიუმი (პროცესორი)

Pentium არის კომპანია ინტელის მიერ 1993 წელს გამოშვებული პროცესორი. იგი იყო წარმატებული i486-CPU სერიის ჩიპების მომდევნო თაობა. Pente (πέντε) – ბერძნული სიტყვაა და ხუთს ნიშნავს. იგი ხომ ინტელის სახლის x86 სერიის ჩიპების მეხუთე თაობას წარმოადგენდა. ამასთან ამით ინტელმა შექმნა მარკა, რომლის სახელსაც საავტორო უფლებებით დაიცავდა - i486-ის პროცესორებთან ამის გაკეთება შეუძლებელი იყო.

Pentium 66 (P5)

პენტიუმის პროცესორების ოჯახი

რედაქტირება

Pentium-ის სახელი x86-ის მხოლოდ მეხუთე თაობის ჩიპებს არ დარჩენია - მომდევნო, მეექვსე, მეშვიდე და მომდევნო თაობებმაც მიიღეს ეს სახელი. პენტიუმს მოყვნენ:

  • 1995: Pentium Pro
  • 1998: Pentium II
  • 1999: Pentium III
  • 2000: Pentium 4
  • 2003: Pentium M, ენერგოეკონომიური ჩიპი ნოუთბუქებისათვის
  • 2005: Pentium D
  • 2007: Pentium Dual-Core.