პელვორმი (გერმ. Pellworm) — გერმანიის კუთვნილი კუნძული ჩრდილოეთის ზღვაში, ჩრდილოეთ ფრიზის კუნძულების შემადგენლობაში. მისი ფართობი 37 კმ²-ს შეადგენს, მოსახლეობა — დაახლოებით 1 200 ადამიანს. მიეკუთვნება შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარეს.

კუნძულის მდებარეობა

შუა საუკუნეებში, პელვორმი უფრო დიდ, კუნძულ სტრანდს მიეკუთვნებოდა, რომელიც 1634 წელს გამანადგურებელი შტორმის შედეგად ნაწილებად დაიშალა. ყოფილი კუნძულის დანარჩენი ნაწილებია ნორდსტრანდი და ჰალიგი. ყველა მათგანი ისტორიულ რეგიონ უტჰალანდს მიეკუთვნება.

პელვორმამდე მიღწევა ბორნითაა შესაძლებელი.

პელვორმზე დაარსდა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ჰიბრიდული განახლებადი ენერგიის დანადგარები.[1] მასში კომბინირებულია მზის რადიაციისა და ქარის ენერგიის საწარმოები, რომლებიც წელიწადში 700 MWh ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Hybrid photovoltaic systems. Denis Lenardic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-28. ციტირების თარიღი: 2012-02-06.