პაშა ბანკი საქართველო
პაშა ბანკი — ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.
ტიპი | სააქციო საზოგადოება |
---|---|
დაფუძნდა | 2013 |
სათავო ოფისი |
თბილისი საქართველო შოთა რუსთაველის გამზირი, 15 |
ისტორია
რედაქტირებაპაშა ბანკი 2007 წელს დაარსდა აზერბაიჯანში. ის სააქციო კაპიტალის მიხედვით ქვეყნის საბანკო სექტორში პირველია, ხოლო აქტივების სიდიდით კი — ხუთეულში შედის. Standard and Poor’s-ის მიერ ბანკს მინიჭებული აქვს გრძელვადიანი ‘BB-’ და მოკლევადიანი ‘B’ რეიტინგი სტაბილური პროგნოზით. Fitch Ratings-ის მიერ კი პაშა ბანკს მიენიჭა ‘B+’ რეიტინგი სტაბილური პროგნოზით. პაშა ბანკი შედის PASHA Holding-ის შემადგენლობაში, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ჯგუფს. PASHA Holding ფლობს აქტივებს ეკონომიკის შემდეგ სექტორებში: დაზღვევა, საბანკო საქმიანობა, უძრავი ქონების მართვა, მშენებლობა, ტურიზმი და სხვა. პაშა ბანკმა საქართველოში ოპერირება 2013 წელს დაიწყო, ხოლო თურქეთში — 2015 წლის დასაწყისში.
პროდუქტები და მომსახურება
რედაქტირებაპაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს: კორპორატიულ სესხებს, დეპოზიტებს, სავაჭრო ოპერაციების დაფინანსებას, სახაზინო ოპერაციებს, ფასიანი ქაღალდების ემისიას და სხვა პროდუქტებს.
მოგებული ნომინაციები
რედაქტირებაპაშა ბანკი საქართველოს მოგებული აქვს სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ნომინაცია:
- „2015 წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კორპორატიული ბანკი საქართველოში“ - International Finance Magazine;
- „2015 წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კორპორატიული ბანკი საქართველოში“ - Global Banking and Finance Review Awards;
- „წლის ბანკი“ - Caspian Energy Group, 2014;
- „წლის ახალი მოთამაშე ქართულ მარკეტინგში“ - EGO 2014 Awards.
პაშა ბანკი ფლობს სხვადასხვა ჯილდოს შემდეგ ნომინაციებში:
- „საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა (CSR) ევროპაში“ - emeafinance magazine, 2012;
- „აზერბაიჯანის საუკეთესო საინვესტიციო ბანკი“ - International Finance Magazine, 2013;
- „საუკეთესო კომერციული ბანკი აზერბაიჯანში“ - World Finance Magazine, 2013;
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- PASHA Bank Georgia
- PASHA Bank
- PASHA Holding
- International Finance Magazine – 2015 დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine.
- Global Banking & Finance Review Awards – 2015
- CSR Projects
- Presentation
- Financial Indices as per II Quarter of 2015 დაარქივებული 2015-07-24 საიტზე Wayback Machine.
- Georgian Banks დაარქივებული 2015-07-24 საიტზე Wayback Machine.