პაულ ერენბერგი (მხატვარი)
პაულ ერენბერგი (გერმ. Paul Ehrenberg; დ. 8 აგვისტო, 1876, დრეზდენი — გ. 14 ოქტომბერი, 1949, ჰოფი) — გერმანელი მხატვარი, მევიოლინე და ცნობილი საზოგადოებრივი ფიგურა.
პაულ ერენბერგი | |
---|---|
დაიბადა | 8 აგვისტო, 1876[1] [2] |
დაბადების ადგილი | დრეზდენი |
გარდაიცვალა | 14 ოქტომბერი, 1949 (73 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Hof |
ცხოვრების გზა
რედაქტირებაპაულ ერენბერგი იყო მხატვარ გოტფრიდ ფერდინანდ კარლ ერენბერგის (გერმ. Gottfried Ferdinand Carl Ehrenberg) ვაჟიშვილი და კომპოზიტორ კარლ ემილ თეოდორ ერენბერგის (გერმ. Carl Emil Theodor Ehrenberg) ძმა; ძმებმა ადრეულ ასაკში დაკარგეს დედა, სოფი ელიზე იოან გეორგინე ლანგჰაიმზე (გერმ. Sophie Elise Johanne Georgine Ehrenberg) (დ. 1848, ეკერნფიორდე — გ. 1892 დრეზდენი) რის გამოც იზრდებოდნენ საჯარო მოხელის, სახელმწიფო არქივარიუსის თეოდორ დისტელის (გერმ. Theodor Distel). ოჯახში, დისტელის ქალიშვილებთან ჰილდესა და ლილისთან ერთად.
პაულ ერენბერგი სწავლობდა დრეზდენისა და მიუნხენის ხელოვნების აკადემიებში. იყო ჰაინრიხ ფონ ციუგელის სტუდენტი. ლუიტპოლდის დაჯგუფების წევრი და მიუნხენის ხელოვანთა არტელის წევრი. ერენბერგის შემოქმედება, რომელიც მრავალ იმპრესიონისტულ პორტრეტს, ნატურმორტს, პეიზაჟსა და ცხოველთა პორტრეტს მოიცავს, არაერთხელ იყო წარმოდგენილი მიუნხენის საგამოფენო დარბაზებში.
პაულ ერენურგი იყო ჩინებული მევიოლინე.
პაულ ერენბერგს 1899–1904 წლებში მეტად ახლო მეგობრულ ურთიერთობა აკავშირებდა სახელგანთქმულ გერმანელ მწერალთან თომას მანთან (გერმ. Thomas Mann). პაულ ერენბერგთან ამ თუმც აღუსრულებელ მაგრამ ჰომოეროტიკით აღსავსე მეგობრობაზე დიდ გერმანელ მწერალს არ შეუწყვეტია ფიქრი ჭარმაგ ასაკშიც კი. თომას მანი თავის ერთ-ერთ დღიურში მას მოიხსენიებს როგორც განვლილი „25 წლის მთავარ განცდად გულისა.“ რომანში "დოქტორი ფაუსტუსი" რუდი შვერტფეგერში გამოყვანილია პაულ ერენბერგის ფიგურა.
პაულ ერებერგი დაქორწინებული იყო პროფესიით ასევე მხატვარ ლილი ტოიფელზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- Ehrenberg, Paul. წიგნში: Ulrich Thieme (გამომც.): Allgemeines Lexikon der Bildenden Künstler von der Antike bis zur Gegenwart. Begründet von Ulrich Thieme und Felix Becker. Band 10: Dubolon–Erlwein. E. A. Seemann, Leipzig 1914, გვ. 393 (Textarchiv – Internet Archive).
- Ehrenberg, Paul (Maler). წიგნში: Hans Vollmer: Allgemeines Lexikon der bildenden Künstler des XX. Jahrhunderts. Band 5: V–Z. Nachträge: A–G. E. A. Seemann, Leipzig 1961, გვ. 451. (im Eintrag seines Vaters)
- Mann, Thomas; Detering, Heinrich: Eidgenössische Technische Hochschule Zürich, Thomas-Mann-Archiv: Grosse kommentierte Frankfurter Ausgabe: Briefe 1, 1889-1913, წიგნში: Band 21 von Thomas Mann Grosse kommentierte Frankfurter Ausgabe, იხ. Fischer, Frankfurt, 2002, გვ. 579.
- Keiber, Helmut: "--dass du mir werth und wichtig bist" : Thomas Mann und Paul Ehrenberg, VPK, Verlag Pfälzer Kunst, Landau in der Pfalz, 2005, გვ. 18. 320. 321.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #116416092 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Paul Ehrenberg