პატრიკ პირსი (ინგლ. Patrick Henry Pearse, ირლ. Pádraig Anraí Mac Piarais; დ. 10 ნოემბერი, 1879, დუბლინი — გ. 3 მაისი, 1916, დუბლინი) — ირლანდიელი პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციონერი, დრამატურგი და პოეტი.

პატრიკ პირსის ბიუსტი ირლანდიაში.

პატრიკ პირსი გელური ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი იყო. მეგობრობდა ირლანდიის რევოლუციური მოძრაობის ლიდერ ჯეიმზ კონოლისთან. 1914 წელს დააარსა საიდუმლო ორგანიზაცია „ირლანდიის რესპუბლიკური ძმობა“. 1916 წელს ხელმძღვანელობდა აღდგომის აჯანყებას და 24 აპრილს გახდა ამ აჯანყების შედეგად გამოცხადებული ირლანდიის რესპუბლიკის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე. 3 მაისს დახვრიტეს ინგლისელებმა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: