პატრიარქ გერმოგენის ძეგლი
პატრიარქ გერმოგენის ძეგლი (რუს. Памятник патриарху Гермогену) — ბრინჯაოს ქანდაკება მოსკოვის ცენტრში, რომელიც აღმართულია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მეორე პატრიარქის გერმოგენის პატივისცემის ნიშნად. ძეგლის გახსნა მოხდა 2013 წლის 25 მაისს ალექსანდრეს ბაღში, ცენტრალური არსენალის კოშკის პირდაპირ. ძეგლის დადგმის ინიციატორი იყო რუსეთის პატრიარქი კირილე.
პატრიარქ გერმოგენის ძეგლი რუს. Памятник патриарху Гермогену | |
---|---|
კოორდინატები | 55°45′15″N 37°36′50″E / 55.75405° ჩ. გ. 37.613947° ა. გ. |
მდებარეობა | მოსკოვი, რუსეთი |
არქიტექტორი | იგორ ვოსკრესენსკი |
მოქანდაკე | სალავატ შჩერბაკოვი |
თარიღდება | 2013 |
ისტორია
რედაქტირებაძეგლის დადგმის იდეა დაიბადა ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში, მას შემვეგ, რაც წითელ მოედანზე დადგეს მინინისა და პოჟარსკის ძეგლი. ჩანაფიქრის მიხედვით, გერმოგენის ძეგლი, რომლის როლიც რუსეთის ისტორიის არეულობის ხანაში, თავისი მასშტაბებით ახლოს იყო კუზმა მინინისა და დიმიტრი პოჟარსკის წვლილთან, უნდა დაედგათ იმ ტერიტორიაზე, სადაც დღეს განთავსებულია ლენინის მავზოლეუმი.
ძეგლის დადგმის საკითხმა მეროედ თავი იჩინა 1910-იანი წლების დასაწყისში, როდესაც პატრიარქ გერმოგენის ძეგლის დადგმას 1910 წელს დათანხმდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი. 1913 წელს გერმოგენი წმინდანად შერაცხეს. იდეის რეალიზაციას ხელი შეუშალა ჯერ პირველმა მსოფლიო ომმა, ხოლო შემდეგ ოქტომბრის რევოლუციამ.
2008 წლის 27 ივნისს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომლის ორგანიზატორი იყო საზოგადოებრივი მოძრაობა „სახალხო კრება“, ლიტერატურულ-ფილოსოფიური ჯგუფი „ბასტიონი“, რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბოროდინო-2012“ და კონსერვატიული ჟურნალისტიკის ლიგა. მრგვალ მაგიდაზე მოხდა გერმოგენის ძეგლის დადგმის ინიციირება. მაშინვე დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა მონუმენტის დასადგმელად ფინანსური მხარდაჭერისთვის.
2012 წლის 3 მარტს ძეგლის მომავალ ადგილზე პატრიარქმა კირილემ დააყენა მემორიალური ქვა. ამის შემდეგ გამოაცხადეს კონკურსი ძეგლის საუკეთესო ვარიანტის გამოსავლენად. კონკურსზე სულ წარმოადგინეს 79 ვარიანტი. პროექტის კონკურსში გაიმარჯვა შემოქმედებითმა კოლექტივმა რუსეთის სახალხო მხატვრის სალავატ შჩერბაკოვისა და რუსეთის დამსახურებული არქიტექტორის იგორ ვოსკრესენსკის ხელმძღვანელობით[1].
დაფინანსების წყარო გახდა ქველმოქმედებისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის შემოწირულობა. შეიქმნა რეგიონული საზოგადოებრივი ფონდი, რომელიც გამოვიდა პატრიარქ გერმოგენის ძეგლის დადგმის ინიციატივით. ფონდის შექმნაში მონაწილეობა მიიღო საზოგადოებივმა მოძრაობამ „სახალხო კრება“ და ქალთა მართლმადიდებლ-პატრიოტთა საზოგადოებამ. ფონდის შემადგენლობაში შევიდა 250 საზოგადოებრივი ორგანიზაცია რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან[2].
ძეგლის საზეიმო გახსნა გაიმართა 2013 წლის 25 მაისს. გახსნაში მონაწილეობა მიიღო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ, სტაროობრიადელების ეკლესიის წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა კორნელიმ (ტიტოვი). ასევე მოსკოვის სასულიერო საზოგადოებამ. ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენელი იყო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ივანოვი და რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა მმართველი ვლადიმირ კოჟინი[3]. გახსნის დროს აღავლინეს საზეიმო გალობა[4].
კომპოზიცია
რედაქტირებამარმარილოს კვარცხლბეკზე განთავსებულია ოთხმეტრიანი[5], ბრინჯაოს პატრიარქის ფიგურა. პოსტამენტის წინა მხარეს წარწერაა:
„СВЯЩЕННОМУЧЕНИК ЕРМОГЕН ПАТРИАРХ МОСКОВСКИЙ И ВСЕЯ РУСИ“
|
კვარცხლბეკის გვერდებზე განთავსებულია ბრინჯაოს ბარელიეფები, ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია მიხეილ რომანოვის არჩევა სრულიად რუსეთის მეფედ, მეორეზე გერმოგენის მიერ პოლონელების გაძევება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ИТАР-ТАСС (2013-05-23). „У стен Кремля будет открыт памятник патриарху Гермогену“. Телеканал "Культура". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-05. ციტირების თარიღი: 2013-06-24.
- ↑ О Фонде. Региональный общественный фонд содействия инициативе общественных организаций по постановке памятника «Патриарху Гермогену». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-29. ციტირების თარიღი: 2013-06-24.
- ↑ Гранцев Дмитрий. (2013-05-27). „Радуга как нимб. В Москве открыт памятник патриарху Гермогену“. Аргументы и факты. ციტირების თარიღი: 2013-06-24.
- ↑ Дорофеева Е. (2013-05-25). „У стен Кремля открыт памятник великому патриоту России патриарху Гермогену“. ИТАР-ТАСС. ციტირების თარიღი: 2013-06-24.[მკვდარი ბმული]
- ↑ „Автор памятника патриарху Гермогену в Александровском саду: это часть моды на позитив“. 2013-05-25. ციტირების თარიღი: 2013-06-24. ტექსტი „Телеканал «Дождь»“ იგნორირებულია (დახმარება)