პატარა ხარაგაულის მაცხოვრის ეკლესია
პატარა ხარაგაულის მაცხოვრის ეკლესია — ეკლესია ხარაგაულში. მდებარეობს ხარაგაულის უბან პატარა ხარაგაულში, ზღვის დონიდან 355 მეტრზე, პატარა ხარაგაულის სასაფლაოზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. ნაგებია დამუშავებული ქვის კვადრებით. ზოგჯერ-გამოყენებულია ყორე ქვაც.
ეკლესია დარბაზული ყოფილა. ამჟამად შემორჩენილია ნანგრევების სახით. პატარა ხარაგაულის მაცხოვრის ეკლესია მეორე მსოფლიო ომის დროს დაუნგრევიათ და ამჟამად მხოლოდ ტაძრის საძირკველია შემონახული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვეფხვაძე იზა, ხარაგაული, ქუთაისი, 2010, გვ., 122-123