პატარა სმადას ეკლესია
პატარა სმადას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სმადაში. აგებულია X-XV საუკუნეებში.
ეკლესია დაზიანებულია. მისი საპერანგე ქვები ნაგებობათა სამშენებლოდაა გამოყენებული, წარწერიანი ქვაც თავლის კედელში უნახავთ. წარწერის მიხედვით, ეს ეკლესია 1467 წელს აუგია იოვანე მაწყვერელ ეპისკოპოსს. წარწერა იხსენიებს აგრეთვე ერისთავს „შაბურისძეს მაწყვერელ ეპისკოპოსსა შიოს“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17796